მოვუწოდებ თითოეულ პარტიას, მივცეთ შესაძლებლობა საარჩევნო კომისიას მშვიდ გარემოში იმუშაონ, დათვალონ ხმები და შემდეგ საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, – ამის შესახებ ზუგდიდის მერი გეგა შენგელია აცხადებს.
„საზოგადოებამ უკვე იხილა 2 ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს.
ერთი კვლევის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ აქვს 55%, მეორე კვლევის შედეგად 52%. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ამ არჩევნებში მიაღწია წარმატებას და გამარჯვებას. რასაც პირველ რიგში ვულოცავთ ქართველ ხალხს და შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რადგან ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის კიდევ ერთხელ წარმატებით გადალახვა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის შემდგომი 4 წლის განმავლობაში.
რაც შეეხება ზუგდიდის 67-ე ოლქს, გარწმუნებთ, რომ აქაც არჩევნები პირველ ტურში დასრულდება, უბრალოდ ველოდებით საბოლოო შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, ირაკლი ჩიქოვანმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, ახლა მიდის ხმის დათვლის პროცედურები.
მოვუწოდებ თითოეულ პარტიას, მივცეთ შესაძლებლობა საარჩევნო კომისიას მშვიდ გარემოში იმუშაონ, დათვალონ ხმები და შემდეგ საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა პირველივე ტურში გაიმარჯვა“, – განაცხადა გეგა შენგელიამ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











