fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება – მაია ცქიტიშვილი

10:49 ნოემბერი 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

„არც ერთი ბიზნესისთვის არ არის  სასურველი რაიმე სახის შეზღუდვები და ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ბიზნეს სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად  ითვალისწინებს წარმოქმნილ სირთულეებს და  დასახმარებლად მათ  საკომპენსაციო პაკეტს სთავაზობს.

მაია ცქიტიშვილის თქმით,  შემუშავებული მხარდაჭერის პაკეტის  ჯამური ღირებულება მილიარდ ას მილიონ ლარს აღემატება და სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს.

„სარესტორნო სექტორის თანამშრომლებისთვის  ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება  გაიცემა დამსაქმებლების მოთხოვნის შესაბამისად. ასევე გათვალისწინებულია დახმარებები, როგორც ჩვენი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება, აღნიშნული ეკონომიკური კრიზისი შეეხოს. კერძოდ, თუ ისინი სამსახურს დაკარგავენ, ან შემოსავალი შეუმცირდებათ. ჩვენი აზრით, საკომპენსაციო ღონისძიებები ამ ადამიანებს ყოფას ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, უშუალოდ ბიზნესზე ორიენტირებული პაკეტი მიმართულია ტურისტული და სარესტორნო სფეროსთვის და ისინი წლევანდელის მსგავსად, 2021 წელსაც გათავისუფლდებიან ქონების გადასახადებისგან.

„ასევე ჩვენ ჩამოვწერთ 4 თვის განმავლობაში გადავადებულ საშემოსავლო გადასახადს და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ,  6 თვის განმავლობაში აღნიშნულ ბიზნესებს შევთავაზებთ  საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა  აღნიშნა, რომ  არსებული შეზღუდული რესურსის პირობებში,  მთავრობა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დასახმარებლად ყველა შესაძლებლობას  გამოიყენებს და  ამასთან ერთად, ბანკებთან  თანამშრომლობს ინდივიდუალურ რეჟიმში მათი სესხების რესტრუქტურიზაციაზე.

„ეს არის რთული ბალანსი , რომელიც ვალდებული ვართ დავიცვათ ეკონომიკის ინტერესებს, მოსახლეობის ინტერესებს და ვირუსის გავრცელების მართვას შორის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

თეგები: მაია ცქიტიშვილი

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

სამაგალითო საჯარო მოხელე გახლდათ და “ქართული ოცნების” გუნდის წევრიც იქნება მომავალში – თალაკვაძე ცქიტიშვილზე

თებერვალი 19, 2021
909
პოლიტიკა

გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, რომ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს – მაია ცქიტიშვილი

თებერვალი 19, 2021
1.1k
პოლიტიკა

ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და გულშემატკივარი – მაია ცქიტიშვილი

თებერვალი 19, 2021
984

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია