აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსად უილიამ ბერნსს წარადგენს.
„ბერნსი არის სამაგალითო დიპლომატი, რომელსაც ათწლეულების გამოცდილება აქვს მსოფლიო ასპარეზზე, რათა უზრუნველყოს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოება.ის იზიარებს ჩემს შეხედულებას იმის შესახებ, რომ დაზვერვა უნდა იყოს აპოლიტიკური და რომ დაზვერვაში მომუშავე სპეციალისტები იმსახურებენ მადლიერებასა და პატივისცემას“,- განაცხადა ბაიდენმა.











