დეკემბრის დასაწყისში ექსპერტებს ეცოდინებათ რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ გნაცხადა.
თუმცა, როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, ვაქცინაზე ფართომასშტაბიანი წვდომა 2021 წელს იქნება შესაძლებელი.
თავდაპირველად ვაქცინა მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებსა და მედპერსონალზე იქნება გათვლილი.










