დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტესტირებების ფარგლებში კორონავირუსის შემთხვევები მთლიანობაში 46 საბავშვო ბაღში გამოვლინდა და შესაბამისად მოხდა ბაღების დახურვაც.
მისივე თქმით, ამ ბაღებიდან 4-ში უკვე განახლდა სააღმზრდელო პროცესი:
„ყოველდღიურად ჩვენ მაქსიმალურად ვაკვირდებით პროცესებს ხდება ტესტების აღება და დაფიქსირდა 46 ბაგა-ბაღში პერსონალს და ასევე იყო შემთხვევებიც, რომ ბავშვებს დაუდასტურდათ COVID-19, შესაბამისად მოხდა ამ ბაღების დახურვა, თუმცა 4 ბაღში განახლებულია სააღმზრდელო პროცესი და ეტაპობრივად ხდება ტესტირება და ბაღების გახსნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.











