ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების Chlotrudis Awards-ის სამი ნომინაცია მიიღო.
ქართული სურათი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო კაცი მსახიობისა (ლევან გელბახიანი) და საუკეთესო მუსიკის (ზვიად მღებრიშვილი) კატეგორიებში იბრძოლებს.
ქართულ-შვედური ფილმი 2019 წელს, წარმოშობით ქართველმა, შვედმა რეჟისორმა, ლევან აკინმა გადაიღო.
ცნობისთვის, წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში, 17 მარტს გაიმართება.











