დღეს, 23 იანვარს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი გიორგი ოვაშვილის ფილმს, „სიმინდის კუნძული” ონლაინ აჩვენებს.
ფილმის ჩვენება facebook-live-ის ფორმატში გაიმართება.
„მოგესალმებით ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში!
გელით ყველას, ვისაც გიყვართ ქართული კინო.
შემოგთავაზებთ ქართული ფილმების ონლაინ ჩვენებებს, კინოსიახლეებსა და ვიდეოებს გადასაღები მოედნებიდან”, – ნათქვამია „ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბის” ფეისბუქ ჯგუფში.
ცნობისთვის, „სიმინდის კუნძული” საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის კინოპროდუქციაა.
ფილმის სიუჟეტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საზღვარზე, მდინარე ენგურზე ვითარდება.











