fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა – კობიაშვილი მელიას პასუხობს

10:45 ნოემბერი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
820
ნახვა

მელიამ უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა, – ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა, ლევან კობიაშვილმა ნიკა მელიას ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

კობიაშვილის თქმით,  სამართალდამცველები დაადგენენ, ვის ინტერესებში  შედიოდა ნიკა მელიას ოფისის დარბევა და დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს.

“არჩევნების დღიდან მოყოლებული, არ მინდოდა ჩემი ოპონენტის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება. ვთვლიდი, რომ არეულობის ინსცენირება და უბნებთან დრამების დადგმა მათი ჩვეული საარჩევნო სტრატეგია იყო და ჩვენგან ყველაზე სწორი რეაქცია ამ სპექტაკლების იგნორირება იქნებოდა. როგორც ჩანს, ამ სიბინძურის დასრულებას არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკანორ მელია.
ახლა, როცა ვანდალიზმს და სისხლის სამართლის დანაშაულს გვაბრალებენ, უპასუხოდ ვერ დავტოვებ კანდიდატი მელიას ცილისწამებას.
ის ბრძოლის მეთოდები, რაც ამ პარტიას მისი არსებობის მანძილზე, 2003 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, არ შეცვლილა. მათ ვერ აუწყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პოლიტიკურ რეალობას და ვერც ამომრჩეველს.
მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა.
მის დონეზე არ და ვერ დავალ!
დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა.
მისგან განსხვავებით, ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ.
მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვევა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს მათ ნამდვილ სახეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება სად არის სიმართლე და სად ამორალური ტყუილები!” – წერს ლევან კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გლდანის შტაბს თავს დაესხნენ და დაწვეს. მოგვიანებით ნიკა მელიამ მომხდარზე კომენტარი გააკეთა და ლევან კობიაშვილი და კახი კალაძე შტაბზე თავდასხმის ორგანიზატორად დაასახელა.

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი

თეგები: ლევან კობიაშვილინიკა მელია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

დეკემბერი 4, 2021
816
პოლიტიკა

სააკაშვილი ვერასოდეს იპოვის სამართალს, რადგან სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და არც არსებობდა – ნიკა მელია

ნოემბერი 26, 2021
794
პოლიტიკა

რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო სწრაფად დასრულდებიან – ნიკა მელია

ნოემბერი 26, 2021
1.5k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია