თუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, მის კობახიძეებს და სხვებს, რომ შეუძლიათ ყველაფერი იყიდონ ამ ქვეყანაში შიშით და ფულით, ეს იმედები ძალიან მალე საბოლოოდ დაემსხვრევათ, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
“არც ერთი პარტია და პოლიტიკოსი იმის გამო, რომ დაფინანსებას აუკრძალავენ, რეგისტრაციას გააუქმებენ, ან სარეკლამო დროს წაართმევენ, არ შევა პარლამენტში და არ უღალატებს თავის ხალხს, ისტორიას, შვილებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დახვრეტაც რომ მოგვისაჯონ არსად შევალთ, ვიდრე არ დავამხობთ ივანიშვილის უკანონო არადემოკრატიულ რეჟიმს მშვიდობიანი მეთოდებით, რა თქმა უნდა.
ეს კარგად იცოდეს ამ საკაცობრიო მარაზმმა, რომელიც ღორეშადან რამდენიმე კილომეტრში ჭორვილაში იშვა ქართველი ერის საუბედუროდ და რომელმაც უნდა დაამთავროს პოლიტიკური არსებობა ძალიან მალე. ვიდრე არ დაგმობს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარებასთან გადადგმულ პირველ სერიოზულ ნაბიჯებს, რა მოლაპარაკებაზე უნდა ვისაუბროთ და რატომ უნდა ჩავაყენოთ უხერხულობაში ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
დღეს, 17 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც უკანონო აგიტაციისთვის პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ პირებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, დაფინანსება შეუწყდებათ.
პირებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, დაფინანსება შეუწყდებათ – ირაკლი კობახიძე











