თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეწყდა. ადგილზე 5 სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ცნობით, დაკვამლიანება 18:53 საათზე მოხდა, დაზიანდა ერთ-ერთი ელექტროაგრეგატი.
უწყების ცნობით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დროებით საბურთალოს ხაზი დაიხურა. ტექნიკური ჯგუფი უკვე სწავლობს გამომწვევ მიზეზს და და უახლოეს მომავალში გაიხსნება საბურთალოს ხაზი. მათივე ცნობით, მეტროს პირველი ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.











