დალუქეს ის წამლები, რომელიც ამოიღეს და მის ჩანთაში ნახეს. ვერსიები მეც გამაჩნია, – ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპერტები იტყვიან, თუ რა ტიპის პრეპარატებს განეკუთვნება ამოღებული წამლები.
„კიდევ ერთი ძალიან ცუდი ფაქტია მომხდარი. ჩემთვის ძალიან მძიმე სალაპარაკოა, იმიტომ, რომ ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დეტალურად მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა. ხდება იმ წამლების დალუქვა, რომელიც ამოიღეს და მის ჩანთაში ნახეს. ვერსიები მეც გამაჩნია. ბევრი კითხვის ნიშნებიც მაქვს,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს იპოვეს.
ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში ნახეს.
23 წლის გოგოს შესახებ განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის დირექტორმა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.









