ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
„რაღაცეები არის. დეტალურად ყველაფერს ვნახავთ, გავეცნობით. მძიმე მდგომარეობაშია ცხედარი. ცუდი ფერისაა,“- აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დღეს თეთრიწყაროს ტყეში, ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში ნახეს.









