“დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს „იუნისეფიდან“, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში დაპირებული ვაქცინები ქვეყანაში შემოვა. “ასტრაზენეკაზე” ვაქცინაცია 10-დან 12 კვირამდე შესაძლებელია ყველგან. რეგიონში შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე ადამიანის თავმოყრა ერთად, რომ თავიდან ავიცილოთ დანაკარგი. 10 ადამიანი თუ არ შეგროვდა ვაქცინაციისთის, ეს იქნება ვაქცინის არაეფექტური გამოყენება, ამდენად ასეთი დეფიციტური გამოყენების პირობებში ამას ვერიდებით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რაც შეეხება შემოტანის თარიღს, დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს „იუნისეფიდან“, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ის დაპირებული ვაქცინები ქვეყანაში შემოვა. ჯერჯერობით საკმარისი დოზა გვაქვს იმისათვის, რომ 10-12 კვირის ეპიზოდზე ყველა აიცრას, ასევე იცრებიან ის პირებიც, ვინც გადაუდებელი საჭიროების გამო, მოგზაურობისთვის ჰქონდათ უკვე ბილეთები აღებული“, – განაცხადა გაბუნიამ











