“გზა პარლამენტის შენობამდე მიდის, მაგრამ მიდის თუ არა პარლამენტამდე, ეს დამოკიდებულია იმაზე ხელისუფლება 7-დან ერთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს თუ არა”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩვენი კოლეგები ხელისუფლებიდან ამბობენ, რომ მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ვფიქრობ რომ 7-პუნქტიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილება სამართლიანი მოთხოვნაა. თუ არ უნდათ, რომ თავი პარლამენტის წევრად ვიგრძნო, მაშინ უნდა დამარწმუნონ, რომ სიგიჟეს ვითხოვ. სხვა შემთხვევაში, ერთ-ერთი პუნქტი მაინც უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
„გირჩი“ შვიდ საკითხს ასახელებს და აცხადებს, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.









