დანიამ გერმანელი ტურისტებისთვის თავის საზღვრები ჩაკეტა. როგორც Deutsche Welle წერს, ამის მიზეზი გერმანიაში კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდა გახდა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეპე კუფუდის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში შეძლებენ. ევროპული ქვეყნებისთვის უმრავლესობისთვის დანიამ საზღვრები უფრო ადრე ჩაკეტა.











