საბურთალოს საოლქო კომისიასთან ჩხუბია. ადგილზე იმყოფება ალეკო ელისაშვილი, რომელიც საოლქო კომისიის შენობაში შესვლას ითხოვს.
ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარმომადგენლები და მხარამჭერები თბილისის მასშტაბით, საოლქო კომისიებთან აქციებს მართავენ.
პროტესტი საოლქო კომისიების შემაჯამებელი სხდომების პარალელურად დაიწყო.
ამ ეტაპზე საბურთალოზე 3 ადამიანია დაკავებული.
ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარმომადგენლები და მხარამჭერები თბილისის მასშტაბით, საოლქო კომისიებთან აქციებს მართავენ. პროტესტი საოლქო კომისიების შემაჯამებელი სხდომების პარალელურად დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნები ახლა საოლქო კომისიებში ყალბდება.
აქციის მონაწილეები იმ საჩივრების დაკმაყოფილებას ითხოვენ, რომლებიც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაიწერა.











