დაპირისპირება მოხდა მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მმართველი პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს შორის.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ოლგა ჩურკანოვამ რამდენიმე პირთან ერთად სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ეს არის მართული პროცესი გნებავთ ოცნების შტაბიდან და გნებავთ ცესკოსთან. არც კი მიიღეს განხილვაში ჩვენი საჩივარი და ჩემი მხრიდან ამ სპექტაკლში მონაწილეობას არა აქვს აზრი”,-განაცხადა მან.
მარტვილის 65-ე საოლქო კომისიაში სხდომა და საჩივრების განხილვა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს.
ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები,რომლებმაც რამდენჯერმე აღკვეთეს მხარეებს შორის დაპირისპირება.
ავტორი: თეა შონია











