დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებს „მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა.
„დღეს თბილისის მერიას შუადღიდან რომ დაგეყარათ ტექნიკური მარილი თბილისის ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ ახლა ათობით მანქანა ილეწება და იმტვრევა დათოვლილ და მოყინულ ქუჩებზე. ზამთრის საბურავების ფული მარტო თქვენ გაქვთ, მანდ „ქართულ ოცნებაში“ მოკალათებულებს და ჩვეულებრივ ხალხს ისევ უზარმაზარი ხარჯები და პრობლემები გვიჩნდება თქვენი უნიათობის გამო. დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!“ – წერს ელისაშვილი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.











