“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ მომავალ წელს საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
“ჩვენ წინასწარ ვერ გვექნება მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე, საქართველოს პარლამენტში შესვლაზე”, – განაცხადა კობახიძემ.











