fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დარწმუნებული ვარ, პროკურატურას დაწყებული აქვს ჩანაწერების შესწავლა – ალუდა ღუდუშაური

12:45 მარტი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

დარწმუნებული ვარ, პროკურატურას დაწყებული აქვს ჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც დააფიქსირებს პოზიციას, საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„კონკრეტულ პარტიულ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ფარულ ჩანაწერებს, მინდა გითხრათ, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის უხეში ფაბრიკაცია, თუმცაღა ბუნებრივია, ამაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააკეთონ განცხადება და დააფიქსირონ პოზიცია. ვფიქრობ, პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეისწავლოს და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე სწავლობს – როგორ მოხდა ეს ფაბრიკაცია, ვის მიერ განხორციელდა – ყველაფერი ეს არის გამოძიების საგანი. ჩვენ ვიცით, რომ გამოძიება არ იწყება სიუჟეტის დამთავრებისთანავე, მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, როდესაც შეისწავლის აღნიშნულ საკითხს, ამის შემდეგ მოხდება პოზიციის დაფიქსირება, გასულ სიუჟეტში არის თუ არა ისეთი ფაქტები, რომელიც საჭიროებს გამოძიების დაწყებას. ვფიქრობ, საკითხის შესწავლა პროკურატურაში ნამდვილად მიმდინარეობს. დაველოდოთ, სულ რამოდენიმე დღეა გასული და ვფიქრობ, პროკურატურა შესაბამის პოზიციას დააფიქსირებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა რეჟიმმა, რომელიც 2012 წელს დასრულდა, საზოგადოებას ამ ჩანაწერებით დღესაც თავი შეახსენა.

„მინდა ყველა დავარწმუნო, პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება, რომ დღესაც თავი შეგვახსენა იმ პოლიტიკურმა რეჟიმმა, რომელიც 2012 წელს დავასრულეთ და რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებდა სწორედ ამ გზით, ხალხს აცხოვრებდა ვირტუალურ, მოდელირებულ ქვეყანაში და მოდელირებული ქრონიკის მსგავსად ცდილობდა, რომ შეექმნა იმგვარი ფონი, რომ მოქალაქეებს არ ჰქონოდათ რეალური ინფორმაცია, ხოლო რა ინფორმაციაც, ყოფილიყო დამთრგუნველი და ბულინგით გაჯერებული“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზები დაინიშნება.

თეგები: ალუდა ღუდუშაურიპროკურატურაფარული ჩანაწერები

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება, მოცეკვავე თუ ტანმოვარჯიშე, ყველა ექვემდებარება კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას – ალუდა ღუდუშაური

ნოემბერი 26, 2021
1.4k
პოლიტიკა

ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

სექტემბერი 21, 2021
799
მთავარი ამბავი

ყოველდღე რაღაც ტექსტებს გვთავაზობენ და ჩვენ ვერ ვხვდებით, რა არის სიმართლე და რა არა – პაპუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

სექტემბერი 20, 2021
785

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია