გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება – გადამუშავებისთვის.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.
როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში დღეს გამართულ თათბირზე აღინიშნა, ყველა რესურსი იქნება მობილიზებული, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.











