fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ღვინის სააგენტო: ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

13:32 ივნისი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
811
ნახვა

ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.

„ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის (ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ.) შეგროვებით იქმნება. ვენახების რეგისტრაცია მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ სარეგისტრაციო უბნებზე ხდება. საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა და არ საჭიროებს იუსტიციის სახლში მისვლას – ვენახების კადასტრს კავშირი არ აქვს მიწის კადასტრთან, ეს არის ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზა. ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა. მცდარია რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი, რომ ისინი არ იყვნენ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული. ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეხვდნენ ყველა მევენახეს, იყვნენ ყველა ნაკვეთში, მიმდინარე წლის თებერვლიდან კი, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში აღნიშნულ თემაზე შეხვედრები დღემდე ინტენსიურად მიმდინარებს“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

2021 წლის რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე ფერმერი ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. მიმდინარე წლიდან, ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.

ვენახების კადასტრის პროგრამა სატესტო რეჟიმში 2018 წელს ამოქმედდა „ქინძმარაულისა“ და „ყვარლის“ მიკროზონებში. 2019 წლიდან, ვენახების კადასტრის ამონაწერით ყურძენს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების მევენახეები აბარებდნენ.

ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.  საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს და დანერგავს.

ამ ეტაპზე, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა. რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე, სულ 33 ლოკაციაზე. უახლოეს დღეებში დაემატება ახალი სარეგისტრაციო უბნები. დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ.

საკადასტრო ინფორმაციის განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებების შემთხვევებში, როგორებიცაა ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა.

თეგები: მევენახეობაღვინის ეროვნული სააგენტო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს

აგვისტო 27, 2021
787
საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 19, 2021
775
საზოგადოება

კახეთში ვაზის დაავადება გავრცელდა

ივნისი 21, 2021
826

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია