ცოტა ხნის წინ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე „თბილსერვისის“ ოფისთან დასუფთავების თანამშრომლებმა აქცია გამართეს.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოთხოვნები და ადმინისტრაციას დასაკმაყოფილებლად ვადა 21 აგვისტომდე მისცეს.
შეგახსენებთ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნებია: ხელფასის გაზრდა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ფორმები და გამართული ტექნიკა.










