“თბილსერვის ჯგუფის” განცხადებით, თბილისში სანიაღვრე ჭები მოიპარეს.
განცხადებით თანახმად, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ღია ჭები საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ავტომანქანების მძღოლებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიების პარალელურად, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ ჭების დახურვის პროცესი მიმდინარეობს“, – წერია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










