„ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების თემაზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხდა.
“ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგონოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად, ამ ციფრების საფუძველზე იკვეთება. ამდენად, ჩვენ მთავარია ის რეკომენდაციები და რეგულაციები აღვასრულოთ, რომელიც უკვე დაწესებულია“, – აცხადებს გაბუნია.











