ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის კინომსახიობთა გილდია დატოვა.
ამის შესახებ წერილშია ნათქვამი, რომელიც მან გილდიის პრეზიდენტს, გაბრიელ კარტერის მისწერა.
„ამ წერილს გწერთ გილდიის ე.წ. დისციპლინარული კომიტეტის მოსმენასთან დაკავშირებით. ვის რაში ადარდებს? მეტად აღარ მსურს რაიმე მაკავშირებდეს ამ ორგანიზაციასთან. გატყობინებთ, რომ დაუყოვნებლივ ვტოვებ გილდიის რიგებს”, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ტრამპი კინომსახიობთა გილდიის წევრი 1989 წლიდან იყო.










