ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაწყებულ პროექტს, რომელიც მექსიკის სახელმწიფო საზღვართან სასაზღვრო კედლის აგებას გულისხმობდა, დაფინანსება შეუწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
წყარო იუწება, რომ ბაიდენის გადაწყვეტილებით, ასევე გაუქმებულია ამ ტერიტორიაზე არსებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებდა.
საინტერესოა ისიც, რომ გამოცემის ცნობით, ტრამპის თანამდებობაზე ყოფნის დროს, აღნიშნულ პროექტში, დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.











