“პირველ რიგში მადლობა ევროპას. მადლობა შარლ მიშელს, მადლობა შეთანხმებას და მადლობა ყველა ხელმომწერს, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ კინკლაობას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ცუდი იყო თუ კარგი იყო. ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია”, – მის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
“რამდენიმე საათში, ალბათ უკვე ცოტა დრო დარჩა, ნიკა მელია იქნება თავისუფალი. ის არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების. კიდევ ერთხელ მადლობა ყველა მონაწილე მხარეს. დავიმშვიდოთ ახლა ნერვები და წინ დიდი გამარჯვებისკენ”, – განაცხადა ვაშაძემ.









