საქართველო რეგიონული ლიდერი ბევრი მიმართულებითაა, მათ შორის დემოკრატიული განვითარების კუთხით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„საქართველო ამყარებს დემოკრატიულ იდეალებს და ამის ჩვენებისა და დემონსტრირების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება არჩევნები. საუბრისას ასევე ცალკე აღინიშნა ის შთამბეჭდავი პროგრესი, რაც საქართველოს მთავრობამ აჩვენა COVID-19-თან ბრძოლის კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, ლუგარის ლაბორატორია და წლების განმავლობაში ჩვენთან განხორციელებული ერთობლივი პროექტები ამ ყველაფერს ხელს უწყობდა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.









