საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ თბილსის აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რა საკითხებზე შედგება საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.
„ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2016 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მემორანდუმი გავაფორმეთ. 2017 წელს გაფორმდა საქართველოს თავდაცვითი გაძლიერების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც მუდმივად ვაახლებთ და რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მტკიცდება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, საქართველოს როლი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით და საქართველოს თავსებადობა ალიანსთან მტკიცდება. „ასე რომ ესაა ის მიმართულებები რომელსაც ჩვენ განვიხილავთ“, – აღნიშნა ბაქრაძემ.









