fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით ჩიხელიძე: ენკასთან გაფორმებული ხელშეკრულება გახლავთ გახარიას მიერ დატოვებული ნაღმი

15:07 მაისი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
831
ნახვა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.

ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს საზიანოდ არის შედგენილი. მისი თქმით, ხელშეკრულება გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს გაფორმდა და როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კითხვებს, რომლებიც დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით არსებობს, გიორგი გახარიამ უნდა უპასუხოს.

„ნამახვანჰესთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება, ხელშეკრულება რომელიც რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოსა და თურქულ კომპანიას შორის გაფორმდა, ცალსახად საქართველოს საზიანოდ არის შედგენილი.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია. კითხვები, რომელიც დღეს არსებობს, სწორედ გახარიას მიმართ უნდა იყოს მიმართული, რომელმაც საკუთარი უპასუხისმგებლო პოლიტიკით სახელმწიფო მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს გახარია პრემიერ მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მისი პირდაპირი ვალდებულება საქართველოს ინტერესების დაცვა და გატარება იყო, ის კი პირიქით მოიქცა, უგულებელყო სახელმწიფო ინტერესები. მან საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.

გთავაზობთ ხელშეკრულებაში არსებულ, სახელმწიფოს საზიანო პუნქტების არასრულ ჩამონათვალს!

1. ენკას 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1 409 391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1 535 975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2 372 409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445 245 კვ.მ ტყე.

2. ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

3. კომპანიისთვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია „ენკა რინიუებლზს“ 1 ლარად გადასცეს სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც“. მიწის „საჭიროებას“კომპანია ადგენს, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ მოიცავს რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.

4. იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, განუსაზღვრელად დიდია. ყველა შესაძლო ბიზნესრისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტითაა დაზღვეული.

5. 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში.

6. კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არამხოლოდ რიონი და მისი შენაკადები, არამედ, ასევე, მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი.

7. მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან.

8. კომპანია და „პროექტის მონაწილეები“ უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს. მთავრობა არამხოლოდ ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებით „დანაკარგი”, ანუ ზიანი. დანაკარგი კი ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და პირდაპირ ზიანთან ერთად, მოიცავს შემოსავალსა და მოგებას, რომელიც კომპანიამ ვერ მიიღო და ასევე, დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. ამასთან, მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს არამხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებსაც.

9. შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ანუ იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან.

10. ფორს-მაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას. ხელშეკრულებით, ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს მთავრობა ვალდებულია, კომპანიას, კონკრეტულ დანახარჯებთან ერთად, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანიც, იგივე „დანაკარგი“, რომელიც ხელშეკრულებით უკიდურესად ფართოდ განმარტებული ტერმინია.

11. მდინარე რიონის 32 კილომეტრი 99 წლით თურქული კომპანიის საკუთრებაა!

12. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: თუ მოსახლეობის პროტესტის შედეგად, კომპანია ენკა ვერ განახორციელებს ნამახვანჰესის მშენებლობას, სახელმწიფოსგან მოითხოვს კომპენსაციას 400 მილიონ დოლარს.

აღნიშნული ხელშეკრულების მხოლოდ მცირედი ნაწილია, მასში კიდევ არაერთი ბუნდოვანი და სახელმწიფოს საზიანო პუნქტი გვხვდება, ენკასთან გაფორმებული ხელშეკრულება გახლავთ გახარიას მიერ დატოვებული ნაღმი, რომელიც ქვეყანაში არეულობის და ქაოსის გამოწვევას ემსახურება, ქვეყანაში ქაოსი კი ჩვენი ჩრდილოელ მეზობლის ინტერესს წარმოადგენს“, – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

თეგები: "ნამახვანჰესი"დავით ჩიხელიძე:კომპანია ენკა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს – ფინანსთა მინისტრი „ნამახვანჰესზე“

სექტემბერი 27, 2021
787
პოლიტიკა

გიხაროდენ! ნამახვანჰესის ინვესტორი გაიქცა – რომან გოცირიძე

სექტემბერი 22, 2021
811
მთავარი ამბავი

უდიდესი გამარჯვებაა მთელი საქართველოსთვის – ვარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესზე“

სექტემბერი 22, 2021
797

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია