დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვს ბრალს დღეს წარუდგენენ. ადვოკატის განცხადებით, მელაშვილი ბრალს არ აღიარებს.
მისი თქმით, ბრალდება პოლიტიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული.
უფლებადამცველის განმარტებით, პროკურატურისგან სისხლის სამართლის მასალებს გამოითხოვენ და აღკვეთის ღონისძიებისთვის მოემზადებიან.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.











