“მედიასთან კომენტარი აუცილებელია და სავალდებულო, პრობლემა არის რამდენიმე ტელეარხთან, რომელიც დომინანტურად პოლიტიკურია და არა ნეიტრალური”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„მედიასთან კომენტარი აუცილებელია და სავალდებულო, მსიამოვნებს თუ არ მსიამოვნებს. პიროვნულად არც ერთ თქვენგანთან მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, პატივისცემას გიდასტურებთ. უფრო პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ ვიდრე მედიას და აქედან არის განპირობებული ეს ყველაფერი. არც ერთ თქვეგანს ვინც აქ ხართ, არავინ ადანაშაულებს, პრობლემა არის რამდენიმე ტელეარხთან, რომელიც დომინანტურად პოლიტიკურია და არა ნეიტრალური“, – განაცხადა სერგეენკომ.










