საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ნიკა მელია იქნება თავისუფალი.
„თუ მათ ეს სურთ, ეს ყველაფერი შეთანხმებაშია და შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ის იქნება თავისუფალი. ეს ქმედება ყოვლად წარმოუდგენელია და ვფიქრობ, არის აშკარა მცდელობა შეთანხმების გადასინჯვის, რასაც არავინ დაეთანხმება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, 19 აპრილს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი. რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიის კანონის მიღების შედეგად უნდა გათავისუფლდეს.










