fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„დავიწყეთ კოლოსალური თანხების ჩადება, იმ სფეროებში, რაც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია“ – კალაძე

14:20 სექტემბერი 20, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
828
ნახვა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე  ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე იმყოფებოდა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“  გუნდთან ერთად, ვიმყოფები ტყიბულში-პატიოსანი, პატრიოტი და მშრომელი ადამიანების ქალაქში, სადაც მაღაროელები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის ყოველდღიურად მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან.

ჩვენმა გუნდმა, ქვეყანაში ბევრი მიმართულებით არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები,  გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უკეთესობისკენ შეიცვალა შრომის კოდექსი. ამ მიმართულებით პარლამენტში კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასაქმებულთა ღირსეული შრომის პირობები და სოციალური გარანტიები  იყოს უზრუნველყოფილი. საქართვველოს მსგავსი, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის აუცილებელია, რომ დაცული იყოს ბალანსი ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შორის. ეტაპობრივად, ჩვენ შევძლებთ, რომ შრომითი და სოციალური უფლებები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოვოთ, გავაძლიეროთ ეკონომიკა და თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეს.

2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ ყველა იმ სფეროში კოლოსალური თანხების ჩადება, რაც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. ხელმისაწვდომი გახდა განათლება და ჯანდაცვა, მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა, სადაც მოქალაქეს სახელმწიფოს გვერდით დგომისა და დახმარების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდა. დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნა და მოწესრიგება და ა.შ. ამ და სხვა პროექტების მიზანი ქვეყნის წინსვლა და თითოეული ოჯახის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების  შემოსავლების ზრდაა.

როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები და ამას სჭირდება ერთმანეთის მხარდამხარ 24-საათიანი მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ტყიბულს, რომელიც აწუხებს ამ რეგიონს და ზოგადად პრობლემებს, რომლებიც არსებობს ქვეყანაში.

დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ დღეს ეს გამარჯვება ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამ ყველაფრის შენარჩუნება შეუძლია, არის  პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად მივაღწევთ წარმატებას,“ – განაცხადა კალაძემ.

 

 

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
770
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია