აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მომავალი დებატების წინ დონალდ ტრამპისგან კორონავირუსზე ტესტის პასუხს მოითხოვს. ამის შესახებ reuters-ი წერს.
„მოვითხოვ, რომ დონალდ ტრამპმა ტესტი ჩაიტაროს. სხვათა შორის, აქ მოსვლამდე ტესტი ავიღე. ტესტს ყოველ დღე ვიკეთებ, ჩემს თავზე ნაკლებად ვნერვიულობ, უფრო მეტად ხალხზე ვფიქრობ,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის საპრეზიდენტო დებატები 22 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.











