შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ქალი, რომელმაც ოჯახში მცირეწლოვან შვილზე იძალადა.
საქმე ეხება ხელვაჩაურში გუშინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც დედა 9 წლის გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ხელვაჩაურში მცხოვრებ ოჯახში, სადაც დედამ შვილზე იძალადა კიდევ ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს.











