დედაენისა და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში მთლიანად დასრულდება. ამის შესახებ კახა კალაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„ქალაქში უნდა გაჩნდეს ახალი რეკრეაციული სივრცეები. უნდა მოვუაროთ არსებულ პარკებს, სკვერებს და ახალი საქალაქო პარკები უნდა შევქმნათ. გუშინ მაგალითად, დავათვალიერეთ სამუშაოები დედაენისა და 9 მარტის რეაბილიტაციის, რომელიც ძალიან მალე იქნება დამთავრებული. ერთ თვეში სამუშაოები მთლიანად დასრულდება, პატარა დეტალებია დარჩენილი. მიხარია და მეამაყება, რომ ასეთი მაგარი პროექტი ხორციელდება, ასეთი მაგარი დასასვენებელი რეკრეაციული სივრცე იქნება, სადაც ყველა ადამიანისთვის შესაბამისი ზონაა. ადგილი, რომ გაერთონ, განიტვირთონ. ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელი ხართ თქვენ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები“, – აღნიშნა კალაძემ.











