დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოება მომავალ კვირას გაიგებს, თუ ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი.
„კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ამაზე მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია“, – თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, მერობის კანდიდატი პარტიიდან არის ერთადერთი, ეს არის კახა კალაძე.











