fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დეგრადირებული – ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ „ძალა ერთობაშიას“ პარტიული სია

23:21 ოქტომბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
791
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი პარტიული სია აჩვენებს, რომ მათ განახლების რესურსი არ აქვთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განცხადა.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ძლიერი ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ კი თქვენ იხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია ისეთი ადამიანების, რომლებიც მობეზრებული ჰყავს სრულიად ქართულ საზოგადოებას. ეს არის გაუმართავი და განუახლებელი სია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არავითარი განახლების რესურსი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვერც ექნება გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ცივილიზებულმა ადამიანმა იცის, თუ რა არის „ნაცმოძრაობა“ და რა არის „ევროპული საქართველო“ „გირჩი“ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, საზოგადოება ასეთ პოლიტიკურ სუბიექტებს ემიჯნება გამომდინარე მათი წარსულიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ დაუთმო დიდი დრო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას 2012 წლამდე პერიოდის მიმოხილვას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი ფაშისტურ რეჟიმს შეადარა.

„ამას მარტივი ახსნა აქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის აბსოლუტურად მძიმე ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც იყო დაფუძნებული ძალადობასა და სიცრუეზე, იმისთვის, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს . 1945 წლის შემდეგ ათწლეულები გავიდა და დღესაც კი ახსენებენ გერმანულ საზოგადოებას იმას, თუ რა მძიმე იყო ფაშიზმი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ისინი ფორმებით არ განსხვავდებოდნენ, მათი საქმიანობის ფორმებიც ძალადობა და სიცრუე იყო. ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, თუ როგორი აღარ უნდა იყოს ხელისუფლება. განსხვავებით ჰიტლერისგან, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც რჩებიან ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა მიზეზების გამო“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. პარტიულ სიაში ასევე არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე.

თეგები: ირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

დეკემბერი 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია