ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, ქვეყანაში PCR ტესტების დეფიციტი ჯერჯერობით არ შეინიშნება.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტების შეძენა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, დეფიციტი არ ფიქსირდება. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ჩვენს მარაგებს და შესყიდვებიც პარალელურ რეჟიმში, გეგმურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375, ასევე გარდაიცვალა 4 ადამიანი. გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 54-ს შეადგენს.










