საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასების შესახებ კვლევას აქვეყნებს.
კვლევაში განხილულია პროცესი პარლამენტში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
კვლევაში დასახელებულია სამი დეპუტატი, რომლებმაც პარალმენტის პლენარული სხომდები არასაპატიო მიზეზის გამო ყველაზე მეტჯერ გააცდინეს. ესენი არიან: დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა), ივლიანე წულაია (უმრავლესობა).
ამასთან, კვლევის თანახმად, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სხდომების გაცდენებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის მექანიზმები იქნა გამოყენებული, კერძოდ, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა 43 შემთხვევაში; კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ხელფასის 10 % დაუკავდა 22 დეპუტატს, 33 შემთხვევაში.











