დღეს მე ფორმალურად პარლამენტის წევრად ვითვლები და თავსაც ასე ვგრძნობ, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2-ს” განუცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში გირჩი „დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს”.
„ჯერ ჩვენ შევაფასებთ ამას როგორც პარლამენტის გაუქმებას, ოღონდ „ქართული ოცნების” ბრალით. მერე ჩვენ გავივლით ჩვენი სიტყვების შესაბამისად იგივე პროცედურას, რომ საერთოდ დაიხუროს ნებისმიერი კავშირი. ანუ დღეს მე პარლამენტის წევრად ვითვლები ფორმალურად და თავსაც ასე ვგრძნობ. მერე უბრალოდ თავს ვიგრძნობ, მაგრამ ფორმალურად აღარ დავრჩები პარლამენტის წევრი. საბოლოო ჯამში ვიქნებით სრულიად განსხვავებულ, ახალ რეალობაში. ეს იქნება ახალი ეტაპი, როდესაც „გირჩი” სრულიად დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
პარლამენტი ვალდებულია განიხილოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი – მამუკა მდინარაძე










