შეერთებული შტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი დოზით აცრილი უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ცვლილება ეხებათ 30-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორისაა გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
ახალი წესების თანახმად, უცხოელმა მოგზაურებმა ფრენამდე უნდა წარადგინონ ორი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, 3 დღის განმავლობაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხი და საკონტაქტო ინფორმაცია, რის შემდეგაც მათ არ მოუწევთ კარანტინის გავლა.











