დღეიდან აზერბაიჯანი 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ვაქცინაცინის გასაკეთებლად მოქალაქეები სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.
რეგისტრირებული მოქალაქეები ტელეფონზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ, სადაც მითითებული იქნება მათი ვაქცინაციის თარიღი და ადგილი.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყო. ქვეყანა Sinovac-ის ვაქცინას იყენებს, რომელიც ჩინური კომპანია Coronovac-ს მიერ არის წარმოებული.











