დღეიდან გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში შევა – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეიზღუდება, როგორც საავტომობილო გადაადგილება, ისე – საფეხმავლო.
გადაადგილების შეზღუდვა 20 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით გამონაკლისის სახით, არჩევნების მეორე ტურის გამართვის გამო გაუქმდება.
ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან 7 დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.











