საფრანგეთში, პარიზსა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 16 დეპარტამენტში დღეიდან „ლოქდაუნი“ ამოქმედდება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღო. ახალი შემთხვევების დაახლოებით 75%-ი ე.წ. „ბრიტანულ შტამზე“ მოდის.
შეზღუდვების ფარგლებში იხურება სილამაზის სალონები, ტანსაცმლისა და ავეჯის მაღაზიები. სკოლები ღია რჩება და მოქალაქეებს გარეთ ვარჯიშის უფლება ექნებათ, თუმცა თავიანთი სახლებიდან 10 კილომეტრის რადიუსში.
საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 35 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საფრანგეთი ინფიცირების მაჩვენებლით მსოლფიოში მეექვე ადგილზეა.











