დღეიდან ქუთაისში საველე კარვები აღარ იქნება, – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე აცხადებს.
მისი განმარტებით, კარვის საჭიროება უკვე აღარ არის, რადგან რისკ-ჯგუფები, რომლებიც 32-ე სკოლას უკავშირდებოდა, ამოწურულია.
ქალაქის ცენტრში სავალე ლაბორატორია ოთხი დღის განმავლობაში იყო განთავსებული, სადაც PCR-ტესტირება უფასოდ მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, დღეის მონაცემებით, ქუთაისში ახალი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











