დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. მაგისტრანტობის კანდიდატებს დღეს წაკითხულის გააზრება-ანალიტიკურ წერაში აქვთ გამოცდა.
„2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი: 28 ივლისი (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა; 29 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 30 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა”, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ამასთან, 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც ჩატარდება.
საერთო სამაგისტრო გამოცდები 30 ივლისს დასრულდება.










