fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო

09:41 აგვისტო 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
843
ნახვა

დღეს, 1 აგვისტოს,  2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. გამოცდების დაწყების პირველ დღეს, აპლიკანტთა რეგისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის N10 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ მაგისტრობის მსურველებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ გამოცდებს მაღალი შედეგებით დაასრულებენ:

„დღეს საქართველოში  საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო.  ჩვენი მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რათა ღირსეულად დავხვდეთ მაგისტრობის მსურველებს და დავახვედროთ უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც აპლიკანტები მშვიდად შეძლებენ საკუთარი ცოდნის და უნარების გამოვლენას. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული აპლიკანტის საჭიროებას. ბათუმში საკარანტინო ზონაში გვყავს რამდენიმე მეზღვაური, რომელთაც PSR-ტესტირება წინასწარ ჩაუტარდათ და ისინი შეუფერხებლად მიიღებენ მონაწილეობას სამაგისტრო გამოცდებში. დარწმუნებული ვარ, რომ  თითოეული მათგანი გამოცდას მაღალი შედეგით დაძლევს, რაც მათ აკადემიურ წინსვლას  უზრუნველყოფს“, –  განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ორივე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესი ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებითაა დადგენილი.

საერთო სამაგისტრო გამოცდებს ბათუმში 1300-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი ორ საგამოცდო ცენტრში – ბათუმისN14 და N 10 საჯარო სკოლებში აბარებს.

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სულ 19 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისადაა აღჭურვილი.

 

თეგები: სამაგისტრო გამოცდები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო

ივლისი 27, 2021
777
მთავარი ამბავი

20 იანვარს საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება

იანვარი 20, 2021
949

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია